”გირჩი” ხვალ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს

ხვალ, ახალი პოლიტიკური ცენტრი – ”გირჩი” დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობა 15:00 საათზე, ფილარმონიაში გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”გირჩის” წარმომადგენელმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ხვალ ყრილობა პარტიის პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარეს აირჩევს.

”გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება არაადეკვატურია
შემდეგი სტატიათავდასხმა საქართველოს ბანკზე – ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა