გია ვოლსკი – წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება არაადეკვატურია

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება არაადეკვატურია.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნისთვის განსაკუთრებით უკეთესი იქნება, თუ ეს თარიღი მინიმუმ სამ თვემდე მაინც შემცირდება.

,,არავითარი წინასწარ გათვლილი თამაში არ არის. ვფიქრობ, რომ პასუხსიმგებლობა არის ყველა მხარის. არაადეკვატურად მიმაჩნია ხუთი თვით ადრე იმ რეჟიმში ჩადგომა , სადაც პარტიებს მოუწევთ გარკვეულ რეჟიმში გადასვლა. გარდა ამისა საარჩევნო ბლოკი არ არის. ჩვენ ბევრი საკითხი ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. ასე რომ, ქვეყნისთავის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოსამზადებელი ვადა მინიმუმ სამ თვემდე მაინც შემცირდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი – მე დეპუტატობას არ ვაპირებ
შემდეგი სტატია”გირჩი” ხვალ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს