ოპოზიციამ ფოთში 6 საჩივარი დაწერა

ფოთში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.

ფოთში 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული, წინა არჩევნებთან შედარებით მათი რიცხვი 69-ით გაიზარდა. ოპოზიციის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურა დარღვევით წარიმართა და მათ მიერ 6 საჩივარი დაიწერა.

“საჩივრები ეხება ჩვენი წარმომადგენლების უფლებამოსილების შეზღუდვას, არ ეძლევათ საშუალება მოახდინონ ვიდეოგადაღება. დარღვევები დაფიქსირდა წილისყრასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა 70-ე ოლქში დავით ხომერიკმა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

“ყველა უბანი დროულად გაიხსნა, საოლქოში ერთი საჩივარი შემოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ წილისყრა ჩატარდა დარღვევით. თავმჯდომარემ მითითება მიიღო კონკრეტული წარმომადგენლის და მან თავიდან ჩაატარა წილისყრა. ეს პრობლემა აღმოიფხვრა,“ – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე როდონაიამ.

ფოთში არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან.

banner
წინა სტატიაში„უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით, ჩვენი მომავლის თვალსაზრისით,“ – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ