გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში იწვევს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში იწვევს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე, სადაც შემთხვევითი არჩევის წესით ვაშაძისა და გახარიას დებატები უნდა შემდგარიყო, მან ოპოზიციონერ ლიდერს მდინარაძე გაუგზავნა.

„ძალიან სუსტ საუბარს ვხედავ ადამიანის, რომელსაც წარმოედგინა, რომ ოლიმპოს მთაზე იჯდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ დებატებზე უარი მითხრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული დებატების ფორმატში შემთხვევითი არჩევის წესით დაემთხვა ჩვენი სატელევიზიო დებატები, თუმცა ბატონ გახარიას შეეშინდა ჩემთან დებატებში შემოსულიყო და მდინარაძე გამომიგზავნა. ახლა კვლავ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ დებატებში და კითხვა დავუსვა, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაუბედურებულია და ის გახლდათ ქვეყნის სათავეში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაგაიცანით გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ფინალისტები