თბილისის საქალაქო სასამართლოში “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა აქცია გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა საპროტესტო აქცია ლოზუნგით – ,,შეწყდეს პოლიტიკური დევნა” გამართეს.

აქციის მონაწილეები “მოძრაობა საქართველოს” წევრის, გიორგი მუმლაძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან აქტივისტების მიმართ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი .

აქტივისტი გიორგი მუმლაძის განცხადებით, ქვეყანაში იდევნება განსხვავებული აზრი და

ამ ყველაფერს მიუხედავად ,,მოძრაობა საქართველოსთვის” გააგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ მართლმსაჯულება არის პოლიტიზირებული და ხდება პოლიტიკური დევნა. წინა კვირას მე 6000-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს სრულიად აბსურდულად. ამ საქმეზეც არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, როგორც “ქართული ოცნება ” გადაწყვეტს, ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მათ არ ეყოთ ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა და ჩემს ოჯახის წევრებზე გადავიდნენ. სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩემი ძმა, ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში იდევნება განსხვავებული აზრი, ამ ყველაფერს მიუხედავად „მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთი მხრივ გაგარძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმომდევნო ერთი წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში იწვევს