გიორგი ვაშაძე-გახარაია პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე

„აბსოლუტურად უკანონობაში არიან გადასულები, ჩვენ ამას არ შევეგუებით, ესაა ჩვენი პასუხი“ – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ლიდერების დაკავებები გაგრძელდეს.მისი თქმით, გამორიცხული არ არის, დავით კირკიტაძის შემდეგ, ოპოზიციის სხვა წევრებიც დააკავონ.

გადაცემაში ,, არჩევნები” გიორგი ვაშაძემ, კიდევ ერთხელ გაიხსენა ის მოვლენები, რომელიც სოფელ ველისციხესთან ვითარდებოდა. გიორგი ვაშაძის თქმით პოლიციამ ცალსახად დაარღვია კანონი.

„აბსოლუტურად უკანონობაში არიან გადასულები. პოლიციის ფორმა და შეიარაღება იმიტომ კი არ აქვს პოლიციას, რომ, რაც უნდა, ის გააკეთოს? იმიტომ აქვს, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე მოქალაქეს. იმიტომ, რომ მან უნდა დაიცვას კანონი პირველ რიგში თვითონ და მერე უნდა მოსთხოვოს სხვას კანონის დაცვა. და აქ ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე, რომ კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან, რომ კანონი შენ დაარღვიეო. აი, ამ არაადეკვატურ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ესაა ჩვენი პასუხი,გიორგი გახარია პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია-ჩვენს სახლებთან სულ დგას მანქანა,ჩვენს თანაგუნდელებს სახლებში უვარდებიან
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ ავტორიტარიზმისკენ გადადგა ნაბიჯი” – ნოდარ ხარშილაძე