გაერთიანებული ოპოზიცია-ჩვენს სახლებთან სულ დგას მანქანა,ჩვენს თანაგუნდელებს სახლებში უვარდებიან

ძალიან მალე დადგება ის დრო, როცა ყველა იმ პირს მოუწევს პასუხისგება,ვინც უკანონობას ჩადის-ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა “არჩევნებში” განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელსუფლება იძულებული გახდება,რომ კანონის ჩარჩოებში დაბრუნდეს

“ჩვენს თანაგუნდელს სახლში შეუვარდნენ, ბავშვი დღემდე ფსიქოლოგთან დაყავთ,რომ გონებაზე მოიყვანონ. ჩემს სახლთან სულ დგას მანქანა. ვის ეშინია მაგათი, ჩვენ ყველა თანაგუნდელს გვერდში დავუგდებით და იძულებულს გავხდით ხელისუფლებას დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ

,,ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა გადაცემაში ნიკა მელია. მისი თქმით დავით კირკიტაძე, ამ პირობებში პოლიტპატიმარია

,,დათო კირკიტაძე არ არის უბრალოდ პოლიტიკოსი, ის გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც ააშენა პარტია და ჩვენ ეს დავინახეთ რუსთავში,როცა ორივე ტურში მოუგო ბიძინა იივანიშვილს. ის არის კლასიკური პოლიტპატიმარი,უკან დახევა არ იქნება. კირკიტაძის დაჭერაც კი ვერ გაბედეს,კუდამოძუებული გაიქცნენ. რაც შეეხება გახარიას, ის მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს “-განაცხადა ნიკა მელიამ

banner
წინა სტატიაში“ეს არ უნდა გადატყდეს მხოლოდ კირკიტაძეზე, არამედ სხვებზეც, რომლებიც ამას აქეზებდნენ” – ნუკრი ქანთარია
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე-გახარაია პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე