გიორგი ტუღუში : ოკუპაციის შედეგები მძიმეა, თუმცა სტანდარტულ პასუხს ვიღებთ, სუს-ი მუშაობს

კითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და რა კეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, სტანდარტული პასუხს გვცემენ, სუს-ი მუშაობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა განუცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ოკუპაციაა და ამ მიმართულებით საფრთხეები რუსეთიდან მომდინარეობს.

„პასუხად ვიღებთ, რომ სუს-ი მუშაობს, მაგრამ შედეგები მძიმეა, რამდენიმე მოკლული მოქალაქე გვყავს, რომელთა შორის არიან – ოთხოზორია, კვარაცხელია, ტატუნაშვილი, ბაშარული“, – განაცხადა ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაშითელავში გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება