დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება. ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში მიმდინარე შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე ათეული სოციალური მუშაკი ესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა ნინო კუჭავამ განუცხადა, „სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს“ მიერ შემუშავებული ოთხ პუნქტიანი გეგმა მათთვის მიუღებელი არ არის, თუმცა არის რიგი საკითხები, რომელიც მათთვის გაურკვეველია.

„არის გაურკვევლობა. დასაზუსტებელია, თუ რა საქმიანობის ნაწილი უნდა ჩამოშორდეს სოციალურ მუშაკებს. ჩვენ მოვედით, რათა გავარკვიოთ, გარდა დასახელებული 4 პუნქტისა, რა გეგმები აქვს სამინისტროს“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, მათ სამინისტროს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 22 მოთხოვნა წაუყენეს, თუმცა არ აქვთ იმის ილუზია, რომ 22 საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდება. ამდენად, სოციალური მუშაკები აღნიშნულიდან სამინისტროს უმთავრესი 5 მოთხოვნის შესრულებას მოითხოვენ.

კუჭავას თქმით, მათი ძირითადი ხუთი მოთხოვნაა: ხელფასების გაზრდა, ფსიქოლოგები და იურისტების რაოდენობის გაზრდა, საპროცესო გარიგების პროცესებიდან მათი ჩამოშორება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტუღუში : ოკუპაციის შედეგები მძიმეა, თუმცა სტანდარტულ პასუხს ვიღებთ, სუს-ი მუშაობს
შემდეგი სტატია5-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა – პარტია „კანონი და სამართალი“ ეკონომიკის განვითარების გეგმას საკანონმდებლო ორგანოს ორშაბათს წარუდგენს