გიორგი ტუღუში – ძალიან ცუდია, როცა სანდრო გირგვლიანის სახელით სპეკულირება ხდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ტუღუში ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ სანდრო გირგვლიანის სახელით სპეკულირებს.

როგორც ჟურნალისტებს ტუღუშმა განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ნიადაგზე ოპონენტების დევნას დიდი დრო დაუთმო და ამასობაში ის გაეპარა, რაც რეალურად მისახედი იყო.

„ძალიან ცუდია, როცა სანდრო გირგვლიანის სახელით სპეკულირება ხდება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნიდან ხუთი წლის თავზე ვიგებთ, რომ რაღაც ცვლილებების განახორციელებას აპირებენ. „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი საშუალება ჰქონდა და აქვს, რომ თითოეულ სამართალდარღვეაზე რეაგირება განეხორციელებინა, რომელიც წარსულში იქნა ჩადენილი. როცა დღეს რაღაცის შეცვლაზე გვესაუბრებიან, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ დასჯადი უნდა გახდეს ის, რაც კანონმდებლობით ისედაც იყო და არის. რაც შეეხება პრეზიდენტის რეაქციას, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ზოგადად თვლის, რომ გარკვეული ცვლილებების გატარება მასთან კონსულტაციების გზით უნდა მოხდეს. ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული, თუმცა ამ პროცესში პრეზიდენტის როლი რა იქნება, ჯერჯერობით ამოუცნობია. „ქართულ ოცნებას“ საკმაო დრო ჰქონდა იმისათვის, რომ შესაბამისი ცვლილებები გაეტარებინა და ჩემთვის დამაჯერებელი არ არის, როცა ამას 2018 წლის იანვრის ბოლოს ვისმენ. ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც შეიძლებოდა კანონის ფარგლებში გადადგმულიყო, უკვე დაგვიანებულია და ამაზე დღეს საუბარი ღიმილის მომგვრელიც კი არის“, – განაცხადა ტუღუშმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“.

banner
წინა სტატიაშიგამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ქურდული სამყაროს წევრი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება
შემდეგი სტატია„ლეოგრანდის“ თანამშრომლები სამორინეს ამუშავებას გამოძიების დასრულებამდე ითხოვენ