გიორგი ტიგინაშვილი:კრემლის სამარცხვინო საეგზარქოდ ვიქეცით!

საქართველოს საპატრიარქოში გლოვა აქვთ გამოცხადებული არაკვალიფიციურ და რენეგატ კოლეგიას უკრაინის ავტოკეფალიის გამო. ახლა სამდივნო იმ მაგალითებს მოიხმობს, სადაც მოწინააღმდეგეთა ბანაკის პოზიციებია დაფიქსირებული (ანტიოქია (სირია), სერბეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ალბანეთი) და არა იმათ რომელთაც გაიზიარეს უკრაინის კანონიკური ზეიმი და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა!

სულ მალე უნისონში აღმოვჩნდებით მოსკოვთან – მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის დემონიზაციის პროცესში. რუსული პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ამჯერად “ბართლომეოსის ერეტიკოსობა” უნდა დამტკიცდეს, ჩვენთანაც გაფაციცებით იქნება ატაცებული მარგინალური ჯგუფების მხრიდან რომელნიც საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებიან. ისინი ეცდებიან კონსტანტინეპოლის დისკრედიტაციას ყველაზე ბინძური ხერხებით.

საუბედუროდ დიდი ხანია რაც კრემლის სამარცხვინო საეგზარქოდ ვიქეცით!

ასე თუ გაგრძელდა, სწორედ ზემოთ ნახსენები ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და სირიის უმრევლო ეკლესიებს დავემსგავსებით. სანამ ამ საბჭოთა რუდიმენტისაგან (ვერტიკალური სისტემა) არ გავთავისუფლდებით ვერც ნორმალურ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით და ვერც სრულფასოვან საზოგადოებად! ჰომოსოვიეტიკუსი ისევ ჩვენშია, ამჯერად ის ყველაზე მძაფრად საპატრიარქოს სისტემაში ცოცხლობს. საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციაში ფაქტობრივად არ მომხდარა რებრენდინგი, “ელიტების ცვლილება”. ბობოლა კომუნისტები, ჰომოსექსუალი ჯაშუშები და უბირი კარიერისტები გახდნენ კაპიტალისტ-ეპისკოპოსები (არ იგულისხმება ყველა), კარის მღვდლები და ფერმერები. რაც მთავარია არ მომხდარა კომუნისტური წარსულის გააზრება, რასაც მძიმედ ვიმკით ახალგაზრდა თაობა!

თეოლოგი, პუბლიცისტი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დოსითეოსი-შეუქცევადი რეალობა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი: ნუ ავირჩევთ ურთიერთ გულგრილობის და ზედაპირულობის გზას!