მეუფე დოსითეოსი-შეუქცევადი რეალობა

შეუქცევადი რეალობა:
ავტოკეფალური ეკლესიების ნაწილმა და ნაწილმა იერარქებისა სხვადასხვა იურისდიქციებიდან უკვე გამოხატეს თავისი აზრი რუსეთ-კონსტანტინეპოლის ეკლესიების ურთიერთობის შესახებ. თუმცა ყველა იერარქმა იცოდა რომ გამოხმაურებები სარეკომენდაციო ხასითს ვერ გასცდებოდა.

კონსტანტინეპოლმა იცოდა რა, მსოფლიოში რუსეთის პოლიტიკური და საეკლესიო გავლენების შესახებ, საკითხი ისტორიულიდან სამართლებრივ სივრცეში გადაიტანა. რითაც (ნაკლები პოლიტიკის ფასად) დიდი და ურთულესი საეკლესიო პრობლემის გადაწყვეტა მოახერხა.

კონსტანტინოპოლის საყდარს ესმის, რომ ავტოკეფალური ეკლესიები ვერ დაუპირისპირდებოდნენ საეკლესიო კანონიკას, ტრადიციას და საეკლესიო ისტორიას.

კონსტანტინეპოლმა ისიც იცის, რომ რომელიმე ავტოკეფალური ეკლესია თავს უფლებას ვერ მისცემს ორი ეკლესიის საშინაო საქმეში ჩაერიოს. მათ მხოლოდ პოზიციები დააფიქსირეს.

ყოველმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ იცის, რომ კონსტანტინეპოლ-მოსკოვის საქმეში “დე ფაქტო” არასოდეს ყოფილა აღიარებული “დე იურედ” (!) მოსკოვის საპატრიარქოს მიერ 1686 წლის შეთანხმების დარღვევა, კიევის სამიტროპოლიტოს სრული იურისდიქციის ქვეშ მოქცევა, იურიდიულად არასდროს ყოფილა აღიარებული კონსტანტინეპოლის საყდრისაგან.

თითქმის სამი საუკუნე, მართლმადიდებელი ეკლესიები რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციას კიევის სამიტროპოლიტოზე აღიარებს “დე ფაქტო” სტატუსის ქვეშ, მეტ-ნაკლებად ასეთივე სტატუსით ხდებოდა მოსკოვის საპატრიარქოს უფლებების აღიარება კონსტანტინეპოლის მხრიდანაც.

გარკვეულ დროსა და პირობებში მსგავსი ისტორიული კოლიზიები მუშაობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკუდებლობა მოიპოვა, ისტორიული მეხსიერება გაცოცხლადა. აღმსარებლობითი თვითიდენტობის განსაზღვრაც შეუქცევად პროცესად აქცია.

რუსეთის საპატრიარქოს კიევის საეგზარქოსომ 1991 წ. რუსეთის ეკლესიისაგან ავტოკეფალია მოითხოვა, რასაც მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან მილიონობით მართლმადიდებელის ანათემირება მოჰყვა.

სიტუაცია უფრო გართულდა, როცა რუსეთის სახელმწიფომ უკრაინული ტერიტორიები მიიტაცა და ბევრი სისხლიც დაიღვარა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჯანსაღ-შინაარს-დაკარგულმა ერთმორწმუნეობამ, კიდევ უფრო სპეკულაციური სახე მიიღო. ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნა შეუქცევადი პროცესი გახდა.

დღეს კიევის რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მისი მართლმადიდებელი მრევლი, სამღვდელოება და იერარქია შეეცადა სამართლიანობის აღდგენას. უკრაინელ მართლმადიდებლებს ჭირდებათ აღმსარებლობითი თვითიდენტიფიკაცია. მოსკოვს ეს არ ესმის, ან არ სურს გაიგონოს (?!)

დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელობის მაძიებელმა და ადმინისტრაციული უთანხმოების საფუძველზე გამოყოფილმა, დასჯილმა ანათემირებულმა, იერარქიამ და ხალხმა, მისთვის სასიცოცხლო და მნიშვნელოვან გზას – თვითგამორკვევას მიმართა.

შეუძლებელი იყო ამ პროცესების მიმართ მართლმადიდებელი ეკლესია სამუდამოდ გულგრილი დარჩენილიყო. თვალი დაეხხუჭა და 20 მილიონამდე მართლმადიდებელი უნუგეშოდ დაეტოვებინა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დედა ეკლესიას კონსტანტინეპოლს დაეკისრა.

კონსტანტინეპოლი ტრადიციულად, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც, აკმაყოფილებს კიევის ხელისუფლებისა და არსებული სუბიექტების მრავალგზის თხოვნას.

კონსტანტინეპოლის საყდარმა ინფორმირებული გახადა ყველა ავტოკეფალური ეკლესია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ეკლესიებს აღნიშნული ინფორმაციის გამო პროტესტი და უარყოფითი რეაქცია არ გამოუთქვამთ. პოზიციები მხოლოდ მოგვიანებით გაახმოვანეს. (?!)

კონსტანტინეპოლმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიის პოზიცია ნათელი გახდა, პირველ რიგში 1686 წლის მოსკოვის საპატრიარქოსთან დადებული ხელშეკრულება აამოქმედა. შემდეგ, სუბიექტებს ბასილი დიდის პირველი კანონისა და სხვა კანონების საფუძველწე ანათემა მოუხსნა (1686 წლის ხელშ. გაცოცხლების, ანუ ამოქმედების შემდეგ ანათემირების საკითხი არარელევანტური გახდა) და მათი გაერთიანება საერთო ეკლესიასთან შემოსაერთებლი და გამაერთიანებელი კრების საფუძველზე მოახდინა.

2019 წლის 5 იანვარს კონსტანტინეპოლის საყდარმა ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს ხელი მოაწერა. 6 იანვარს კი მისი საზეიმო გადაცემა მოხდება ახლადაღიარებული უკრაინის ეკლესიისადმი.

ამ პროცესში რა როლი შეიძლება ითამაშონ ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა – გარდა მშვიდობისმყოფელობისა ?!
უკრაინის ახალი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება ახლა მხოლოდ დროის საკითხია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ეს ყველაფერი ნაცნობი და განცდილია, სისხლის დათხევამდე.
დიდება ავტოკეფალიის ბრძოლისთვის თავდადებული ჩვენი დიდი წინაპრების ხსოვნას !

საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი (ბოგვერაძე)

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი:კრემლის სამარცხვინო საეგზარქოდ ვიქეცით!