გიორგი შენგელია სააღდგომო ღვთისმსახურებას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ესწრება

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი გიორგი შენგელია ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ესწრება.

სააღდგომო ღვთისმსახურებას საკათედრო ტაძარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებიან.

ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
შემდეგი სტატიაგუბერნატორის ვაჟი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა