გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორს უახლოეს დღეებში შეხვდება

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორს უახლოეს დღეებში შეხვდება

kvirikaსაქართველოს პრემიერ-მიისტრის მოსაზრებაა, რომ ის ენდობა საგამოძიებო უწყებას და მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტები ობიექტურად იქნება გამოძიებული, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, პრემიერი დარჩა თავის აზრზე, რომ პროკურატურას უნდა მიეცეს საქმის გამოძიების შესაძლებლობა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უახლეოს დღეებში შეხვდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ იყო ნიშნები საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების, მე ჩავთვალე, რომ პრემიერთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. პრემიერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელო, ძალოვანო სტრუქტურები შედიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მათ შორის პროკურატურა შედის იუსტიციის სამინიტროს სისტემაში. იუსტიციის მინისტროს დამოკიდებულება იცით და ამიტომ მასთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ შევხვდი პრემიერს, რომელიც ზოგად კონტროლსა და მიმართულებას აძლევს ძალოვან სტრუქტურებს. პრემიერის მოსაზრებაა, რომ ის ენდობა საგამოძიებო უწყებას. ამიტომ მოუწოდა მოსამართლეებს, რომ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. მე ჩემი კითხვის ნიშნები დამრჩა, პრემიერი დარჩა თავის აზრზე“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა
შემდეგი სტატიასკანდალი კალათბურთის ფედერაციაში და 2 500 000 ევროიანი ხელშეკრულება, რომელიც არ სრულდება!