სკანდალი კალათბურთის ფედერაციაში და 2 500 000 ევროიანი ხელშეკრულება, რომელიც არ სრულდება!

shengeსკეფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გამგეობის წევრმა კახა შენგელიამ ფედერაცია სახელმწიფოს თანხების უმიზნოდ ხარჯვაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც კახა შენგელია ვიცე-პრეზიდენტობიდან გაათავისუფლეს!
კახა შენგელია:
– 2015 წლის 18 თებერვალს იმხანად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ბატონ ლევან ყიფიანს ფედერაციიდან მისი პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის ხელმოწერით გაუგზავნეს. იქ ახსნილია სათანამშრომლოდ “სასკი ბასკონიას” არჩევის მიზეზი: რომ ის წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულ საკალათბურთო კლუბს, რომელსაც შემუშავებული აქვს სპეციალური საკალათბურთო სისტემა, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარგზავნილი პერსპექტიული მოთამაშეების პროფესიონალებად აღზრდას და მსოფლიოს წამყვან კლუბებში ინტეგრირებას. დაკონკრეტებულია, რომ: “…ყოველწლიურად ჩატარდება სპეციალური საწვრთნელი შეკრებები, სადაც მონაწილეობას მიიღებს 160 მოზარდი, “სასკი ბასკონიის” სპეციალისტების მიერ შერჩეული იქნება მინიმუმ საუკეთესო 20 ბავშვი (თითო ასაკობრივ ჯგუფში 5), 3 მწვრთნელი, რომლებიც გააგრძელებენ თავიანთ წვრთნას კლუბის საწვრთნელ ბაზებზე, სადაც მათთან ერთად ივარჯიშებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 250 ბავშვი. უზრუნველყოფილი იქნება მათი სწავლა, კვება, დაბინავება, ეკიპირება და ა.შ. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მიმართული იქნება მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიცირებული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისთვის…” – ამას დღესაც ვეთანხმები, მაგრამ ამის შემდეგ კონტრაქტმა უჩემოდ განიცადა ტრანსფორმაცია, რაზეც დამატებით მოგახსენებთ.
2 წლის დაფინანსება, ფაქტობრივად, გადარიცხულია – 745 ათასი ევრო ანუ 1.912.742 ლარი სპორტის სამინისტროდან წაიღეს და 200 ათასი ევრო – ფედერაციიდან, ზუსტად არ ვიცი რა გადათამაშებით, რადგან ამ ინფორმაციაზე წვდომა არ მაქვს. ამის მიხედვით, დღეს ესპანეთში უკვე უნდა გვყავდეს მინიმუმ 10 ბავშვი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან და მინიმუმ 3 მწვრთნელი. სინამდვილეში რა მოცემულობაა? – ახლახან წასული 16 ბავშვი, რომლებსაც ჯერ არ ვიცით, რა ბედი ეწევათ. როდესაც მე გახლდით ესპანეთში, კონტრაქტით 500 ათას ევროზე იყო ლაპარაკი. ყიფიანისადმი მიწერილ წერილში ისიც წერია, რომ “…ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მიმართული იქნება მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიცირებული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისთვის…” – ეს იყო სუფთა ქართული პროექტი, რაც ხელშეკრულების თავი და თავი გახდა…
აქვე ვკითხულობთ, რომ: “პროექტით გათვალისწინებულია ქართველი მწვრთნელების გადამზადება და
ახალი მწვრთნელებისთვის პერსპექტივების შექმნა, რათა მათ შეძლონ აიმაღლონ კვალიფიკაცია “სასკი ბასკონიის” სამწვრთნელ ჯგუფთან მუშაობის გზით…” – ესეც არ შეუსრულებიათ – არც ერთი მწვრთნელი არ წასულა ესპანეთში. არადა, იქ უნდა მომხდარიყო ინტეგრირებაც და ჩართვაც კლუბის საწვრთნელ სტრუქტურებში. ეგ კი არა, საგაზაფხულო კემპზე, სადაც ბავშვები ჰყავდათ, ერთი ქართველი მწვრთნელიც არ გაუყოლებიათ…
კიდევ ერთი, წერილში წერია, რომ ამ ხელშეკრულებით სკეფ-ს უფლება ეძლევა, საუკეთესო სპორტსმენების სხვადასხვა კლუბებში მივლინების შემთხვევაში, მიიღოს ანაზღაურება, რაც მისივე წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებასა და ქვეყანაში ახალი პროექტების დანერგვას შეუწყობს ხელს. აქ იგულისხმება, რომ უცხოელი ბავშვების შემთხვევაში 30%-ს მივიღებთ, ქართველი ბავშვების შემთხვევაში – 50%-ს. მაგრამ ესეც არასწორია, ამაზე ჩემი იქ ყოფნისას დეტალურად არ ყოფილა ლაპარაკი. ვისაც უნდა, არ გაიგებს, მაგრამ ეს ყბადაღებული თემა რომ მოვხსნათ, განვმარტავ: როდესაც მეც გახლდით ესპანეთში, “სასკი ბასკონიასთან” მოლაპარაკებებზე, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი, მერე ფედერაციის წარმომადგენლები წავიდნენ, გააფორმეს კონტრაქტის დამატება, მერე, 2016 წელს, თითქოსდა – დაზღვევაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონტრაქტმა განიცადა ცვლილებები. მასში წერია, რომ თუ 10 წლის შემდეგ, 2024 წლის 31 დეკემბერს სკეფ-ს ტრანსფერების თანხა არ ექნება მიღებული, ფედერაციას პროგრამით გადახდილ 1.500.000 ევროს უკან დაუბრუნებენ. ამის შემდეგ, სპორტის სამინისტროსგან ჯერ 720 ათასი ლარის გადარიცხვა ითხოვეს და 2015 წლის 20 თებერვალს ლევან ყიფიანისადმი მიწერილ წერილში დააფიქსირეს, რომ იმ თანხით არსებული კურსის მიხედვით შეიძინეს 289.738.40 ევრო, როგორც ჩანს, კურსის ცვლილების გამო, ფული დააკლდათ და 10.261.60 ევროს შესაძენად ითხოვეს 27.706.32 ლარის გამოყოფა. ამით 300.000 ევრო უნდა შეესრულებინათ. 2015 წლის 8 ივლისს კიდევ ერთი თანხაა გადარიცხული – 96.592 ევრო ანუ 260.800 ლარი. ხოლო ბასკონიიდან ჩამოსულების პირველი სეზონის კემპისთვის კი 2015 წელს ჯერ 37.200 ევრო ანუ 94.534 ლარი, შემდეგ – 9.900 ევრო ანუ 24.743 ლარია დახარჯული. ყოველ სეზონში 300.000 ევრო კი არ ჯდება ეს პროექტი, არამედ – 500.000 ევრო ანუ კონტრაქტის ფორმაში, რომელიც მე მაქვს, წერია, რომ პროექტი ხუთწლიანია და მასში ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში უნდა გადავიხადოთ 2 მილიონ-ნახევარი ევრო. ეს კონტრაქტი ფედერაციამაც გაავრცელა უკვე, მაგრამ მას აქვს უარესი გაგრძელება. ვიცოდი, რომ ყოველ სპორტულ სეზონში ანუ ყოველ 10 თვეში გადასახდელი იყო ნახევარი მილიონი ევრო, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია ფედერაციის გენერალური მდივნის, გიორგი ქართველიშვილისსაგაზეთო ინტერვიუმ 22 მაისის გაზეთ “ლელოში”, სადაც ამბობს: “2008 წელს მეგობრებთან ერთად ქართულ-ბასკური საზოგადოება დავაფუძნე და მჭიდრო კავშირი დავამყარე ბასკებთან. გავიცანით ბანკ “კუჩა ლაბორალის” დამფუძნებელი ხოსე კერახეტა, რომელსაც ამავე დროს საკალათბურთო კლუბი “ბასკონია” ეკუთვნის”… ეს ნათქვამი მაფიქრებინებს, რომ ამ კლუბთან ფედერაციის კონტრაქტი არის ძმაკაცურ-ძმაბიჭურად გაფორმებული. ასე არ ვიტყოდი, თუკი დღეს, როგორც თავიდან იყო ნათქვამი, ორ სეზონზე 10 ბავშვი და 3 მწვრთნელი გვეყოლებოდა ესპანეთში გაგზავნილი და აკადემიაგავლილი…
საეჭვოდ მეჩვენა, რომ საგაზეთო ინტერვიუში 200.000 ევრო “გააქრეს”. კონტრაქტით თანხა ასეა დიფერენცირებული: 300.000 ევრო უნდა მოხმარდეს მოთამაშეთა მომზადებას, 200.000 ევრო – ტექნიკურ თანამშრომლობას. ეს პატარა თანხა არ არის და ამიტომ გავაპროტესტე: თუ ვხარჯავთ მიზანმიმართულად თანხას, გავამყაროთ ინფორმაციით, რომ მართლაც წავიდნენ ეს ბავშვები-მეთქი. ჩემთვის ისიც მიუღებელია, რომ ქართველი ბავშვი უცხოელებთან არათანაბარ პირობებში არიან: კლუბი უცხოელისგან იღებს 70%-ს, საქართველოს აძლევს 30%-ს, ხოლო ქართველი ბავშვისგან იღებს 50%-ს და საქართველოსაც აძლევს – 50-%-ს. უკვე წამგებიან პოზიციაში ვართ იმიტომ, რომ უცხოელი, ვინც გაზარდა ის ბავშვი, დაინტერესებული იქნება გაყიდოს მოთამაშე, რომლისგანაც 70%-ს მოელის.
ხელში ჩამივარდა წერილი, სადაც მიხეილ გაბრიჩიძე წერს დღევანდელ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, ჩვენი ხელშეკრულებით გრანტი მიიღო ესპანეთის კლუბის 9 უცხოელმა მოთამაშემ (გვარები ჩამოთვლილია), რომელიც ხვალ-ზეგ უნდა გაიყიდოს და საიდანაც ფედერაცია 30%-იან შემოსავალს ელოდებაო.
ფედერაციას სკაუტინგის უფლება არ აქვს, მან არ უნდა შეარჩიოს ბავშვები, არ უნდა წაიყვანოს. ამისთვის არსებობენ აგენტები. გარდა ამისა, ფედერაციის ხელმძღვანელობამ ახლანდელ სპორტის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ 6 NBA-ის და 14 ACB–ის მოთამაშე და ა.შ. და ასე თუ გაგრძელდა, 3 წელიწადში 4 მილიონს მოგებას მივიღებთ, გვეყოლება 2 NBA-ის მოთამაშე და 10 ევროლიგის მოთამაშეო. ეს იცით, როგორი ტყუილია? სულ საქართველოში 3 ათასი მოთამაშე გვყავს და ასეთი შედეგის საკალათბურთო რესურსი არც გაგვაჩნია.
– საქართველოში მოწყობილი პირველი კემპიდან ესპანელებს არავინ წაუყვანიათ?
– შარშან 10-12 კაცი ჩამოვიდა, წაიყვანეს 16 ბავშვი და მალევე ყველა უკან დააბრუნეს. 3 ბავშვი კი – ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძეფედერაციამ საკუთარ თავზე მიიწერა, ჩვენი გრანტით წავიდნენო და თითოეული 30 ათას ევროდ შეაფასა. გიორგი ქართველიშვილმა ეს ფედერაციის გამგეობის სხდომაზეც თქვა. არადა, ლუკა “ბასკონიამდე” კანარებზე თამაშობდა, მე გავაცანი ესპანელებს, მამამისი თარჯიმანთან ერთად ესაუბრა და მოელაპარაკა მათ. მე საუბარს არ დავსწრებივარ. ეს ბავშვი საკუთარმა მამამ დააფინანსა – არსებობს ესპანეთიდან გამოგზავნილი ინვოისი, რომ ამ ბავშვის მომზადება ჯდებოდა 17.000 ევრო და ამას ემატებოდა იქ ცხოვრების, კვების და ა.შ. ხარჯები. მამამისის გადარიცხული თანხის საბუთიც გვაქვს და თავადაც განაცხადა; ნიკა ჩასული იყო 2 თვით და ისეთი საშინელი პირობები დახვდა, ესპანეთის ხსენებაც აღარ უნდა, ასევე ძალიან მალე დაბრუნდა უკან გიორგიც. გამოდის, რომ ჩვენ, ქართველებმა გადავიხადეთ ასეთი თანხა და ამ თანხით არავინ მომზადებულა-წერს კახა შენგელია.

ვირუსის ბლოკატორები