(VIDEO) გიორგი მღებრიშვილი : “არ დავუშვებთ არცერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას, არავის დავაფარებთ ხელს”

“არ დავუშვებთ არცერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას, არავის დავაფარებთ ხელს”,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, მე ვიმყოფებოდი გერმანიაში სამუშაო ვიზიტით. მე მინდა, გამოვეხმაურო ბოლო დროინდელ მოვლენებს. პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წვერები, თუ სამართალდამცველები. ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველთა მხრიდან ნებიმისეირ გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული დანაშაული, რომ ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=xfw_uVmTrko

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაშს მინისტრი: სისტემა, ისე, როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე