გიორგი მღებრიშვილი აჭარაში მიემგზავრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეა პერტაიას განცხადებით, მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარაში მიემგზავრება.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულები არიან პოლიციელები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით კი, რომელიც ამ დროისათვის უკვე ბათუმში იმყოფება, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვების გამო, უამრავი პოლიციელია დაშავებული.

მისივე თქმით, დაშავებულთა შორის არიან სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და სამხარეო პოლიციის ხელმღვანელი.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე: აჭარის პოლიციის გათავისუფლების საკითხი არ იხილება
შემდეგი სტატია(video)რუსთავი2-ის კორესპონდენტი ბათუმში ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად დაზარალდა