გიორგი მარგველაშვილი : საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს

მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან, ალმაზბეკ ატამბაევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე.

„საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი, უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან განვახორციელოთ ღრმა და ყოვლისმომცველი პროექტები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შავი ზღვის მნიშვნელობას, საქართველოს როლს შავ და კასპიის აუზებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე. ასევე განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე მავთულხლართებსა და ხელოვნური ბარიერების საკითხებზე .

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ყირგიზეთს რესპუბლიკის სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : „4 წლის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობის მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება