გიორგი მარგველაშვილი: სამთავრობო ცვლილებები, ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა

მე გავუუცხოვდი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერთან შეხვადრაზე მინისტრთა კაბინენტში შესაძლო ცვლილებები, ან საკადრო თემები არ განხილულა.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პრემიერს თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება, პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს.

„ამასთან დაკავშირებით პოზიციას დავაფიქსირებთ, როდესაც შესაბამისი კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა შეაფასა და მას ნაყოფიერი უწოდა.

„დღეს პრემიერთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ბრიფინგი არჩევნების თემით დაიწყო და განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ჩვენი წინსვლის მანიშნებელი არის ინტეგრაციის გზაზე