მიხეილ ჯანელიძე: ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ჩვენი წინსვლის მანიშნებელი არის ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ჩვენი წინსვლის მანიშნებელი არის ინტეგრაციის გზაზე – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ნათელი არის. ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ჩვენი წინსვლის მანიშნებელი არის ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ამაღლდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ვარშავის სამიტზეც ჩვენ მოველით, რომ ეს პროგრესი, რომელიც ინტეგრაციის გზაზე გვაქვს, დაფიქსირდება კიდევ ერთხელ და ასევე ნაბიჯები გადაიდგმება, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ნატოს-თან ინტეგრაციის გზაზე“. – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: სამთავრობო ცვლილებები, ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს