გიორგი მარგველაშვილი: მე რომ გითხრათ, რომ ბიძინა ვიღაც ჭიჭიკო ბენდელიანს ურეკავს, ჭორი ხომ იქნება?

ვინმეს უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემზე გავლენას ახდენს და მმართავს? ჩემთან ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ ფიქსირდება და დანარჩენი, ვის რას ეუბნება, მე ვერ გიპასუხებთ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

“მე რომ გითხრათ, რომ ბიძინა ვიღაც ჭიჭიკო ბენდელიანს ურეკავს, ჭორი ხომ იქნება? ვიღაცებზე ხომ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათზე გავლენას ახდენს? ჰოდა, იმათ უნდა ჰკითხოთ, ახდენს თუ არ ახდენს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, იყრის თუ არა კენჭს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

„ვითარება ისეთია, საპრეზიდენტო კანდიდატს არავინ აყენებს და წასვლა რომ მინდოდეს, ვინ უნდა ვიპოვო, რომ სასახლე გადავაბარო? მე მოქმედი პრეზიდენტი ვარ და კანდიდატობაზე პრეტენზიის წარდგენა არ მჭირდება. ჩემთვის საინტერესოა, კანდიდატი ვინ იქნება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი პუტინს მოუწოდებს დამასკოზე ზეწოლა განახორციელოს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად
შემდეგი სტატიამარგველაშვილი ქორიძის ნათესაური ნიშნით შეწყალებას უარყოფს