გიორგი მარგველაშვილი – მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი

მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობით ამაყი იქნება.

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი; არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეარაღებულ ძალებს უდგას სათავეში, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია
შემდეგი სტატიაზუგდიდში სიებით მობილიზებული ადამიანები დააფიქსირეს