დავით ნარმანია საკრებულოში 26 აგვისტოს მივა

თბილისის მერი დავით ნარმანია რიგგარეშე ანგარიშით საკრებულოს წინაშე პარასკევს, 26 აგვისტოს წარსდგება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისის მერიაში ამ წუთებში დაინტერესებულ მხარეებთან – ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ დღეს წერილით მიმართა თბილისის საკრებულოს, რომ 26 აგვისტოს წარსდგება საკრებულოს დეპუტატების წინაშე.
ნარმანიამ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ შეხვედრის მონაწილეებისაგან მოისმენს შენიშვნებსა და წინადადებებს და დღეს განხილულ საკითხებზე იგი საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტ “მე და კონსტიტუციის” მონაწილეებს შეხვდა
შემდეგი სტატიაცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს – კაცმა, ვაჟკაცმა ღირსეულად წასვლა უნდა იცოდეს