გიორგი მარგველაშვილი: ირინა ენუქიძეს შვილი მოუკლეს, ის იბრძოდა რათა სხვისი შვილები გადაერჩინა

მე გავუუცხოვდი

სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.

ირინა ენუქიძე გარდაცვალების შემდეგ ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ირინა ენუქიძე გახდა სიმბოლო, იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ჰუმანურობისთვის, ადამიანის უფლებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.

„თქვენთვის ცნობილია, რომ 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის შეჯამებისას და დასრულებისას მე გადავწყვიტე, რომ რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა მე დავიწყე ქალბატონი ირინა ენუქიძით. ქალბატონი ირინა გახდა სიმბოლო, იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ჰუმანურობისთვის, ადამიანის უფლებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს მე გთხოვეთ აქ მობრძანება, რადგან ის პირველი და მცირე ჯგუფი, რომელსაც მერე მთელი საზოგადოება შეუერთდა აქაა წარმოდგენილი. ის ხალხი, რომლებიც ქალბატონი ირინას გვერდით პირველივე დღიდან იდგა. ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, რომელიც ქალბატონმა ირინამ თავის სიტყვებით თავად განსაზღვრა. მას მოუკლეს შვილი, ის იბრძოდა იმისთვის, რომ სხვების შვილები გადაერჩინა. მან ამ ბრძოლას შესწირა თავის სიცოცხლე და ბოლომდე მიიყვანა. მე მინდა თქვენ გითხრათ მადლობა, იმ ჯგუფს, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, მოქალაქეების, სანდროს მეგობრების, ოჯახისა, რომლებიც ძალიან რთულ ვითარებაში, მცირერიცხოვანი ადამიანები დაუპირისპირდნენ სისტემას და ამ სისტემასთან დაპირისპირებაში მორალური ძალით, რეალურად სისტემის გადატეხვამდე მიგვიყვანეს. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ ბრძოლის მთავარი სულის ჩამდგმელს, ქალს, რომელმაც ამ ღირებულებებით საზოგადოება გააერთიანა, ქალბატონ ირინას, მის ღვაწლს, როგორც ქვეყნისა და ერის წინაშე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით ირინა ენუქიძე ჯილდოვდება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდოთი, რომელიც ასევე განსაკუთრებით ქალბატონების მიმართ არის განსაზღვრული.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის SMS – დეტალური ამონაწერი “შეწყალების კორუფციულ სკანდალთან“ დაკავშირებით
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე: “სილქნეტთან” გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ჩემთვის უცნობია