კობახიძის SMS – დეტალური ამონაწერი “შეწყალების კორუფციულ სკანდალთან“ დაკავშირებით

კობახიძე smsგაზეთი „ქრონიკა პლუსი“ დღეს კიდევ ერთ ხმაურიანი მასალას – სათაურით – „მანანა კობახიძის ექვსი მესიჯი ალექსანდრე ელისაშვილს“ – აქვეყნებს. გაზეთში გამოქვეყნებულია ტელეფონის ის ნომერი რომლიდანაც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა 2014 წლის აპრილში, რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. გაზეთის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი, რომელმაც ელისაშვილს, კონკრეტული პატიმრების შეწყალების ხელშეწყობა მოსთხოვა, პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძეა. „მართალია, ქ-ნ კობახიძეს არ ახსოვს, უგზავნიდა თუ არა მესიჯებს ალექსანდრე ელისაშვილს ე. წ. კოკაინის საქმეზე, მაგრამ „ქრონიკა+“ მას ამჯერადაც დოკუმენტურად შეახსენებს, რომ დიახ, მანანა კობახიძე იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს მესიჯებს უგზავნიდა. 591 000711 _ ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის ტელეფონის ნომერია და ამ ნომრიდან ალექსანდრე ელისაშვილის მობილურ ტელეფონზე 2014 წლის აპრილში, ანუ სააღდგომო შეწყალების მერე, სხვადასხვა დროს, ექვსი მესიჯია გაგზავნილი. ის, რომ აღნიშნული ტელეფონის ნომერი ნამდვილად პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს ეკუთვნის, ამას „ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ. არაპირდაპირი გზით ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ ნომერი, ჯერ კიდევ, საარჩევნო პერიოდიდან, კორპორაციულია და თანმიმდევრობით „ქართული ოცნების“ ჩინოსნებს ეკუთვნით, 591 000711 კი მანანა კობახიძეს ერგო. ახლა, დეტალურად, როდის ფიქსირდება მანანა კობახიძის ნომრიდან ალექსანდრე ელისაშვილის ტელეფონზე გაგზავნილი მესიჯები და არის თუ არა ეს ისტერიული გაგზავნა? 2014/04./30 14:36:58; 2014/04/30 14:37:03; 2014/04/30 14:37:08; 2014/04/30 14:37:13 იმავე დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ტელეფონზე ალექსანდრე ელისაშვილის ტელეფონიდან საპასუხო მესიჯი ფიქსირდება 2014/04/30 16:15:24 რასაც, რამდენიმე წუთიანი შუალედით, ისევ მანანა კობახიძის შემომავალი მესიჯი მოყვება 2014/04/30 16:28:50 2014 წლის 30 აპრილს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ალექსანდრე ელისაშვილს საკუთარი ტელეფონიდან კიდევ ერთ SMS-ს უგზავნის 2014 /04/30 19:02:51 რასაც თითქმის ნახევარსაათიანი დაგვიანებით ალექსანდრე ელისაშვილის საპასუხო SMS მოყვება 2014/04/30 19:39:33 დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა ყველა წინა შემთხვევაში დაუბრუნდა ქ-ნ კობახიძეს მეხსიერება, კოკაინის სკანდალიც გაახსენდა და ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატობაც, იმედია, ამჯერად, ამ ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ, ალექსანდრე ელისაშვილის ტელეფონზე მხოლოდ ერთ დღეს, 2014 წლის 30 აპრილს გაგზავნილი ექვსი მესიჯის არსებობაც გაახსენდება და მათი შინაარსიც. იმის დასტურად, რამდენად ყურადღებიანია პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მას აღნიშნული ტელეფონის ნომერი, „ქრონიკა+“-მა მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა: აღნიშნულ ნომერზე (591000711) მანანა კობახიძეს ტელეფონის ნომრით 551 198623 ვურეკავდით, ქ-ნმა ვიცე სპიკერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ამის შემდეგ მას პატიმრის ოჯახის წევრის სახელით SMS გავუგზავნეთ, ქ-ნმა მანანამ შეხვედრაზე უარი გვითხრა, მაგრამ დაგვაკვალიანა, რომ პარლამენტში მის სახელზე განცხადება შევიტანოთ. ის, რომ ტელეფონის ნომერი 591 000711 ქ-ნი კობახიძის კუთვნილებაა, მარტივად დავადასტურეთ, ახლა ჯერი ქ-ნი ვიცე-სპიკერის მეხსიერებაზეა, რამდენად გაიხსენებს ერთ დღეს გაგზავნილი ისტერიული მესიჯების შინაარსს!!! თუ ვერ გაიხსენებს _ საახალწლო არდადეგების მერე გავახსენებთ!!!“ – წერს „ქრონიკა პლუსისი“ რედაქტორი

banner
წინა სტატიაში“ადამიანი როდესაც მიიჩნევს, რომ პატივი და ღირსება შეელახა, მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ირინა ენუქიძეს შვილი მოუკლეს, ის იბრძოდა რათა სხვისი შვილები გადაერჩინა