გიორგი მარგველაშვილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალგაზრდების როლი ქვეყნის მშენებლობასა და მართვაში უმნიშვნელოვანესია.

“აუცილებელია, იწამოთ და გჯეროდეთ, რომ ეს ქვეყანა თქვენია. თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ აქტიურები ქვეყნის მართვაში. მე გთხოვთ, თქვენ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მესმის, არის ნიჰილიზმი პოლიტიკის მიმართ, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა. მე არ გეუბნებით, ვის უნდა მისცეთ ხმა, მაგრამ 8 ოქტომბერს აუცილებლად მიდით არჩევნებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ჰოსპიტალიზირებულია