გიორგი მარგველაშვილი : ჩემი ვადის მომავალ ორ წელს გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას მოვახმარ

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტი ორიენტირებულია მომავალზე და საქართველო-გერმანიის ინტენსიურ თანამშრომლობაზე.
„განხილული იყო, როგორც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის დღის წესრიგი, რეგიონში არსებული ვითარება და ის ინტენსიური ორმხრივი დღისწესრიგი, რომელიც საქართველოს 2017 და 2018 წელს ექნება გერმანიასთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გემრანელ პოლიტიკოსებს – პრეზიდენტს, კანცლერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ესმით საქართველოს სპეციფიკა, ქართული პოლიტიკური რეალობა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას ესმის გერმანიის წინაშე არსებული გამოწვევები.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალი ორი წლის განმავლობაში და მე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთს სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა