გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილმა ოფიცილური შეხვედრები გამართა გერმანიის მთავრობის წევრებთან, საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა მის გერმანელ კოლეგასაც. დღეს შეხვედრა გაიმართა გიორგი მარგველაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორისაც.

„გერმანელ პოლიტიკოსებს, იქნება ეს პრეზიდენტი, იქნება ეს კანცლერი, იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარე, ესმით საქართველოს სპეციფიკა, ესმით ქართული რეალობა, ისევე, როგორც ჩვენ გვესმის გერმანიის წინაშე არსებული გამოწვევები, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალი ორი წლის განმავლობაში და მე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობის გაღრმავებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : ჩემი ვადის მომავალ ორ წელს გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას მოვახმარ