გიორგი მარგველაშვილი – ჩემი ოჯახის წევრზე გაკეთებულმა განცხადებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ შედეგი გამოიღო.

როგორც გიროგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, განცხადება მას შედეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა წეზოლის ფაქტებზე ისაუბრა.

„ეს იყო განცხადება, რომელმაც გამოიღო თავისი მნიშვნელოვანი შედეგი. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება დარჩა უპასუხოდ და არც ერთ შემთხვევაში არ აღიძრა საქმე. ეს არის ჩემთვის პრობლემური, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და უფლებების მატარებელი პირი. როდესაც ასეთი პირი აკეთებს განცხადებებს, აუცილებელია, რომ რეაგირება მოხდეს. ჩემმა განცხადებამ გამოიწვია ის, რომ აღიძრა საქმე პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის საქმეს, იმ საქმეს, რომელიც ჩემი ოჯახის წევრს ეხება, ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება ამაზე დაინტერესდეთ პროკურატურასთან საუბრისას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუბლოკო სტატუსის განხილვა – “რესპუბლიკელები” პროვოკაციაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ ირანისთვის გადაცემულმა 400 მილიონმა ამერიკელი პატიმრების გათავისუფლებას შეუწყო ხელი