გიორგი მარგველაშვილი: ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ, დამოუკიდებლობიდან ახლა მივდივართ თავისუფლებისკენ, დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან შუა ხნის მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია