დავით უსუფაშვილი: საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია

საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს და იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი.

„დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, თუმცა, ასევე უდიდესი დღესასწაულია, რადგან 25 წლის წინ ამავე ადგილზე საქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია. დღეს ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც საქართველოს სადარაჯოზეა საქართველოშიც, სხვაგანაც და საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის სისხლი, რომელიც 27 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დაიღვარა, ქვეყნისა და ერის გამარჯვების ფუნდამენტი იქნება.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, 25 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა და მრავალი 25 წელი გვეზეიმოს ერთად, გამარჯვებულ და წინ წასულ ქვეყანაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ორივე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ პოლიტიკაში ბინძური ხერხით თამაში გრძელდება