გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაწეული სამუშაოსთვის ყოფილ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს მინისტრთა კაბინეტში ჩვენთან ერთად აღარ არიან. მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. ასევე, მადლობას ვუხდი ამ მყოფ მინისტრებს, ადმინისტრაციის წევრებს, სამინისტროების წარმომადგენლებს. ასევე მედიის წარმომადგენლებს მადლობა მინდა გადაგიხადოთ მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებისთვის და ყველას გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი და წარმატებული 2018 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის”,- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა.

banner
წინა სტატიაშივაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო საქართველოს მასშტაბით
შემდეგი სტატიავგეგმავთ, რომ ანაკლიის პორტში 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები- კვირიკაშვილი