ვგეგმავთ, რომ ანაკლიის პორტში 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები- კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტი და მისი შემოგარენი ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
“წელს დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდდოლარიანი ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება და ვგეგმავთ, რომ 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მლნ-მდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. მთლიანად ამ პორტის ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიაიანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა