გიორგი კვირიკაშვილი: ვართ პირველი ხელისუფლება, რომლისაც მოქალაქეებს არ ეშინიათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოდის. გიორგი კვირიკაშვილმა იმ მიღწევებს გაუსვა ხაზი, რაც საქართველოს ევროინტერგრაციის გზაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქვს.

პრემეირმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ მიღწევებს, რომლებიც 2012 წლიდან განხორციელდა. მისი თმით საქართველოში უზენაესი ადამიანის უფლებების დაცვაა:

„სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი თანაბარი პირობების შექმნისათვის, ჩვენ გავაერთიანეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენებით, გავანახევრეთ ციხეში პატიმართა რაოდენობა, ვართ პირველი ხელისუფლება, რომლისაც არ ეშინიათ, გვაწუხებს ის, რომ ჯერეჯრობით არ ხდება ამ ყოველივეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება, მნიშვბნელოვანია გამოინახოს შესაბმისი გადაწყვეტილებები, ჩვენ ვცდილობთ ყველა მოქლაქე ვუზრუნველყოთ უფლებების დაცვით.

ჩვენ დავსახეთ დღის წესრგი, პრიორიტეტები და ვიღებთ პოასუხისმგებლობას, ვმართავთ და ვხელმძღვანელობთ, კანონის უზენაესობისათვის არა მხოლოდ რეფორმები, არამედ აღდგენითი სამართალიც საჭიროა. დემოკრატიის ისტორიაში არასდროს ყოფილა აღდგენითი სამართალი წარმართული წინაააღმდეგობების გარეშე. ჩვენ გვსურს ერთობა, არა მართლმსაჯულების ხარჯზე, ეს გახლავთ ჩვენი მნიშვნელოვანი კრედო, ჩვენი სიცოცხლე მთავრდება იქ, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე ვჩუმდებით, საქართველოს მართლსაჯულების და სამართლიანობის უნდა სჯეროდეს. არავინ უნდა აიძულონ გაჩუმდეს, ასეთი რამ არც ხდება საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ციხეებში ადამიანები ძალადობას ექვემდებარებიან