“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები”

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისვე თქმით, როგორც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციას, ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაში.

„საქართველოში კონფლიქტის ზონაში ადამინის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ე.წ. “ბორდერიზაციაა”, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლება, რომელმაც გაყო ოჯახები და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად დააზარალა. ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, ოჯახური ცხოვრების, განათლების, მშობლიურ ენაზე საუბრის უფლებები, ასევე სხვა სამოქალაქო და ეკონომიკუირ უფლებები“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრმიერ-მინისტრის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოანი საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს, ევროსაბჭოს მიერ კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე წვდომაა.

„ძალისხმევის მიუხედავად, ევროსაბჭოს ადმაინის უფებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება არ მისცეს. ჩვენ ვცდილობთ ქართული- რუსული ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას პრაგმატული პლიტიკის გატარებით. ეს პოლიტიკა მოიცავს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში კავშირების აღდგენის ნაბიჯებს. თუმცა, მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტრეიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის დე ფატქო ხელისუფლების გეგმების გამო, ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. ასეთი არალეგალური მოვლენები არა მხოლდო დაარღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ექნება კატატსროფული შედეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ვასილ გოშაძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ვართ პირველი ხელისუფლება, რომლისაც მოქალაქეებს არ ეშინიათ