გიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხს და მთავრობას სამძიმარს უცხადებს

news
: news ივნისი 7, 2016 17:12

გიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხს და მთავრობას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დაღუპულთა ოჯახებს, ასევე თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
”მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც გამვლელები და პოლიციელები ემსხვერპლნენ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო.
სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ერთად მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
სტამბოლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე, დაშავებულთა კი 36-მდე გაიზარდა.

news
: news ივნისი 7, 2016 17:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics