დავით ბერძენიშვილი: „ქართული ოცნება“ არის აწმყო და გვაქვს შანსი, გვქონდეს უკეთესი მომავალი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს. ბერძენიშვილის თქმით, საქართველოში დასრულდა „ორ ფერში წარმოჩენილი პოლიტიკის“ ეპოქა:

„ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრა, ძალიან საინტერესო იყო მისი საუბარი, ბევრჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობაც“, ბევრჯერ ახსენა მისი პარტია „ქართული ოცნება“, სხვა პარტიების ხსენებას ის გაურბის. ჩემი შეფასებით „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, დღევანდელი „ქართული ოცნება“ არის აწმყო და ჩვენ გვაქვს ყველა შანსი გვქონდეს უკეთესი მომავალი. ყოველგვარი მცდელობა ყოფილი ლიდერების მხრიდან, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“, რომ ორ ფერში ჩატიონ ქართული პოლიტიკა, ასეთი გვქონია, აღორძინება-მოქალაქეთა კავშირი, შევარდნაძე-აბაშიძე, ქართული პოლიტიკა დღეს არის გაცილებით წინ და გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე ეს იყო ადრე“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხს და მთავრობას სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის სიძლიერე მის სიმართლეშია