გიორგი კვირიკაშვილი: ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში მთავრობის ჩარევის ნებისმიერი შანსი გამორიცხულია

თავისუფალი მედია ფუნდამენტურია საქათველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუესელში, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის შემდეგ, ტელეკპმპანია “რუსთავი 2”-ის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„რა თქმა უდა, ჩვენ ინფორმირებული ვართ ტელეკომპანია „რუსთავის 2“ – თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის შესახებ. მსურს, დაგარწმუნთ, რომ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს სასამართლო, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში მთავრობის ჩარევის ნებისმიერი შანსი გამორიცხულია. აქ იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელიც. ის არის არანეკლებად კრიტიკული მთავრობის მიმართ. ასე რომ, ეს არის რეალური სურათი საქართველოში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში უმჯობესდება დღითი დღე უმჯობესდება.

„ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოში მედია იქნება თავისუფალი. მინდა, აღვნიშნო ამ სასამართლო პროცესის მნიშვნელობა ამ საკითხში და ვთქვა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება გამჭვირვალე“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს დეპუტატები გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტით დაინტერესდნენ
შემდეგი სტატიაიტალიაში გარდაცვლილი კარლო გოდოლაძის გადმოსვენება სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება