იტალიაში გარდაცვლილი კარლო გოდოლაძის გადმოსვენება სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება

იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის 26 წლის კარლო გოდოლაძის საქართველოში გადმოსვენების თარიღი მას შემდეგ გაირკვევა, რაც იტალიური მხარე სამართლებრივ პროცედურებს დაასრულებს.
იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის განცხადებით, გოდოლაძის გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო დაფარავს.
ყველა სახის პროცედურების მოგვარებაში კი იტალიაში საქართველოს საელჩო აქტიურად იქნება ჩართული.

26 წლის ახალგაზრდა იტალიის ქალაქ პადუაში გარდაცვლილი იპოვეს. მას ბოლო 10 დღის განმავლობაში ეძებდნან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ველოსიპედისტებმა იპოვეს, ის მდინარემ გამორიყა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში მთავრობის ჩარევის ნებისმიერი შანსი გამორიცხულია
შემდეგი სტატიახაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები