გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.

როგორც პრემიერობის კანდიდატმა ფრაქცია “თავისუფა დემოკრატებთან” შეხვედრისას განაცხადა, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს და ტერიტორიულ მთლიანობას.

“რაც შეეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რომ რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის გადაწყვეტილებებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამასთან, კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პრიორიტეტად.

“უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გაფორმებული რეფორმების განხორციელება. თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევა ევროპასთან და ამ მიმართულებით პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება. ნატო-ში ინტეგრირების კუთხით საქართველო გააგრძელებს არსებითი პაკეტის ეფექტიან დანერგვას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, როგორც თავსებადობის კუთხით, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით”, – განაცხადა კვირიკავილმა.

banner
წინა სტატიაში“ბიჭები, რომლებიც ჩვენ სიმშვიდეს 24 საათის განმავლობაში იცავენ, იმსახურებენ პრემიის სახით მადლობა გადავუხადოთ”
შემდეგი სტატია“უმთავრესი, რისი მიღწევაც გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა”