“ბიჭები, რომლებიც ჩვენ სიმშვიდეს 24 საათის განმავლობაში იცავენ, იმსახურებენ პრემიის სახით მადლობა გადავუხადოთ”

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში პრემია არც ერთი მაღალი თანამდებობის პირზე არ გაცემულა. როგორც ხიდაშელმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ეს გაგრძელდება სანამ მინისტრი იქნება.

“მე ბოლო 2 თვის განმავლობაში 4 მილიონის პრემია გავეცი თავდაცვის სამინისტროში. ძალიან დიდი რიცხვია. 17 505-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო პრემია. ჩვენ არ გაგვიცია პრემია პოლკოვნიკებზე და ზევით, არ გაგვიცია პრემია დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე, აღარაფერს ვამბობ მინისტრზე და მინისტრის მოადგილეებზე. თავდაცვის სამინისტროში პრემია არც ერთი მაღალი თანამდებობის პირს არ მიუღია და ეს ასევე გაგრძელდება, სანამ მე ამ უწყებაში მინისტრი ვარ”, – აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე თქმით, პრემია პირველად გაიცა დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებზე. “ჩემი მინისტრობის დროს პრემია მიიღო ხალხმა, რომლებსაც არასდროს მიუღიათ და აქ საუბარია ყველაზე უფრო დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებზე. 17 505-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო პრემია საახალწლოდ, ასევე გიორგობისთვის და მე ძალიან ვამაყობ ამით. მგონია, რომ ის ბიჭები, რომლებიც ჩვენ სიმშვიდეს 24 საათის განმავლობაში იცავენ, იმსახურებენ, რომ წელიწადში ერთხელ მადლობა ვუთხრათ ამ ფორმით”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიუგზოობის გამო ნატანებში გარდაცვლილს ვერ კრძალავენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ