გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში

რუსეთთან არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამეტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კვირიკაშვილმა მი რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეესკალაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გრძელდება, ოღონდ ეს არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე. პრემიერობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა შერიგების პოლიტიკაზე და თქვა, რომ “დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკა მთავარ ქვაკუთხედად რჩებ
„გრძელდება დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო ურთიერთობები, ნეიტრალიზება მოვახდინოთ იმ რისკების, რომელიც არსებობს რეგიონში და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა იმისთვის, რომ გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარება შესაძლებელი გახდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას რუსეთ-საქართველოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეესკალაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გრძელდება, ოღონდ ეს არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
„გრძელდება დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო ურთიერთობები, ნეიტრალიზება მოვახდინოთ იმ რისკების, რომელიც არსებობს რეგიონში და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა იმისთვის, რომ გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარება შესაძლებელი გახდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„არ ვაპირებთ, კითხვები-კითხვებისთვის დავსვათ“ – უმცირესობა მთავრობის წევრების მიმართ კითხვების დასმას არ აპირებს
შემდეგი სტატიამელია კვირიკაშვილს: რა მოხდება, ხვდებით?! – პროცესები ისედაც საკმარისად ბუყბუყებს