მელია კვირიკაშვილს: რა მოხდება, ხვდებით?! – პროცესები ისედაც საკმარისად ბუყბუყებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა 30 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების სასარგებლოდ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანონ.

ნიკა მელიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შალვა თადუმაძე, ოთარ ფარცხალაძე და ნინო გვენატაძე.

„მაინტერესებს, თქვენ თუ აცნობიერებთ რა პროცესების ამოფრქვევას უწყობთ ხელს, როცა ამ ყველაფერს ხელის გადაგრეხვით ცდილობთ? რა მოხდება, ხვდებით?! პროცესები ისედაც საკმარისად ბუყბუყებს“, – მიმართა კვირიკაშვილს მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში
შემდეგი სტატია“რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს”