გიორგი კვირიკაშვილი – რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა ხშირ შემთხვევაში ხალხს აიძულებს, დატოვონ თავიანთი სოფელი და ქვეყანა

ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად ხალხს აიძულებს, რომ დატოვონ თავიანთი სოფელი, წავიდნენ ქალაქში ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამეტში “თვითმმართველობის რეფორმის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობის აღმოფხვრაა.

„სწორედ ამისათვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც შექმნა ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩო. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი ღერძი და ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის უკვე შემდგომი ნაბიჯები. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილების გაფართოება. მეორე, ეს გახლავთ თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსი თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით. მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართვის პროცესში და რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცეს სხვა თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჩასატარებელია კომპლექსური სამუშაოები, რომელთაც სათანადო რესურსი და დრო სჭირდება, მომზადებულია დროში გაწერილი გეგმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რადგან მათი დახმარების გარეშე რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება და იმედი გვაქვს რომ მეორე ეტაპზეც გვექნება მათი მხარდაჭერა. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ ის, რომ დღეს პირველივე ეტაპზე წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეფორმის წარმატებისთვის. ამ რეფორმის სულისკვეთებას უნდა ვიზიარებდეთ ყველა და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან. სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება პარლამენტი რეგიონული განვითარების სამინისტრო არის ჩართული ამაში. მე დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას. ამ რეფორმის მიღების მიზანი უნდა იყოს ის, რომ რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე უნდა იყოს შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსულებისათვის. ჩვენი ნატვრა იქნება ნამდვილად ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებებში და ჰქონდეთ უდიდესი მოტივაცია, რომ რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი დაიწყებს
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს