პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი დაიწყებს

პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი დაიწყებს. შესაბამისი ცვლილებები – „პროკურატურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარეობს.

პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დანაშაულის ჩადენისას, სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოსამსახურეების მსგავსად, სისხლისსამართლებრივი დევნას მთავარი პროკურორი განახორციელებს.

ამასთან, ცვლილებებით, პროკურატურის მუშაკის მიერ (გარდა მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა) ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივით კონკრეტდება, რომ მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებები დაახლოებით 35 კანონში შედის.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ყველას საერთო ინტერესი გვამოძრავებს, ამიტომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზეც ვიმსჯელებთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა ხშირ შემთხვევაში ხალხს აიძულებს, დატოვონ თავიანთი სოფელი და ქვეყანა