გიორგი კვირიკაშვილი: ის, რაც მოხდა კორცხელში, ძალიან დიდი შეცდომა იყო

news
ავტ.: news ივლისი 20, 2016 19:58

გიორგი კვირიკაშვილი: ის, რაც მოხდა კორცხელში, ძალიან დიდი შეცდომა იყო

ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანთა უსაფრთხოების საკითხი და შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჩხერეში კორცხელის საკითხთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, კორცხელის ინციდენტის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

“ასეთი საქმე აღქმებზე და მოლოდინებზე არ არის დამოკიდებული, არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება, პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს კომენტარი გავაკეთო, ერთადერთი, კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანთა უსაფრთხოების საკითხი და შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება,”-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 20, 2016 19:58

Google სტატისტიკა


4,976
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics