“მგონი ძალიან ეტკინათ ჩვენს ოპონენტებს ის, რომ ასეთი კვალიფიციური ადამიანები წარვადგინეთ განახლებულ გუნდში”

მგონი ძალიან ეტკინათ ჩვენ ოპონენტებს ის, რომ ჩვენ ასეთი კვალიფიციური ადამიანები წარვადგინეთ განახლებულ გუნდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საჩხერეში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ქმნის ახალ გუნდს.

„ახალი გუნდი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ყველა წევრი ახალი იქნება. წარვადგინეთ 15 ძალიან საინტერესო ახალი წევრი, ასევე მაჟორიტარებში იხილავთ ძალიან ბევრ ახალ სახეს და ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ძალიან ღირებულია თითოეული ის ადამიანი, რომელმაც ეს გამარჯვება 2012 წელს მოიტანა. აუცილებლად ვიქნებით ერთად ერთ დიდი გუნდად. ის სპეკულაციები, რაც მოყვა ახალი სახეების წარდგენას, რომ თურმე გამოცდილება პარლამენტში არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, მინდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან გამოცდილები არიან. მე მგონი ძალიან ეტკინათ ჩვენ ოპონენტებს ის, რომ ჩვენ ასეთი კვალიფიციური ადამიანები წარვადგინეთ განახლებულ გუნდში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ყველაფერი კარგად იქნება, ასეთი თავდაჯერებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ყველა უჯრედით ვგრძნობ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველა რესურსი, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში, მაგრამ არა მარტო არჩევნებში გაიმარჯვოს, არამედ მნიშვენლოვანი ცვლილება მოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეიდან 4 წლის თავზე ქვეყანა იქნება შეუქცევადი განვითარების ეტაპზე, როდესაც საქართველოს უკან ვერავინ ვეღარ მოაბრუნებს, ჩვენ ვიქნებით ქვეყნის გამაერთიანებლები და არა გამყოფები ჩვენი საზოგადოების“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშემოწმებული 461 მიკროავტობუსიდან კონდიციონერი 189 -ს ჰქონდა ჩართული
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ის, რაც მოხდა კორცხელში, ძალიან დიდი შეცდომა იყო