გიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკური სპეკულაციების მიუხედავად “სოკართან” სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

news
ავტ.: news იანვარი 13, 2016 17:09

გიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკური სპეკულაციების მიუხედავად “სოკართან” სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის “სოკართან” სტრატეგიული ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

როგორც კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. პრემიერი მიიჩნევს, რომ არავითარი ტექნიკუტი პრობლემა არ უნდა გახდეს სამომავლო ურთიერთობის დამაბრკოლებელი.

“ყოველთვის მოხარული ვარ ჩვენი ახლო მეგობრების სტუმრობით. მინდა თავიდანვე ხაზი გავუსვა, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოავანია. მიუხედავად პოლიტიკური სპეკულაციებისა, რომლის მოწმენიც ბოლო დღეებში გავხდით, კომპანია “სოკართან” სტრატეგიული ურთიერთობა საქრთველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მზად ვართ განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების სამომავლო განვითარებისა და გაფართიების საკითხი. აზერბაიჯანი ჩვენთვის ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორია და ქართველი ხალხისთვის აზერბაიჯანელი ხალხი მოძმე ერია. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვფიქრობ, ამ განწყობისა და პოზიციის ფარგლებში, მზად ვართ კიდევ ერთხელ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ სამომავლო ურთიერთობებზე, გადავწყვიტოთ ნებისემიერი პრობლემა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს. ვფიქრობ, მომავალში არავითარი ტექნიკუტი პრობლემა არ უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობის დამაბრკოლებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news იანვარი 13, 2016 17:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics