გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს „ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის“ მადლობას უხდის და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში”- წერს კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა
შემდეგი სტატიათიბისის პროექტისთვის – „ქართულად“ – ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი 101. 115 წინადადება შეგროვდა