თიბისის პროექტისთვის – „ქართულად“ – ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი 101. 115 წინადადება შეგროვდა

პროექტისთვის – „ქართულად“ – ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი 100 000-ზე მეტი წინადადება შეგროვდა. თარგმანების ეს რაოდენობა საბაზისო მასალაა იმისთვის, რომ მაიკროსოფტის ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყოს. პროექტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა 50 000 წინადადება გადასცა. დანარჩენი 50 000 კი ვებ გვერდზე kartulad.ge პროექტის მოხალისე მონაწილეებმა თარგმნეს.

თიბისი მაიკროსოფტთან, ჯეოლაბთან, საბასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კვლავ აგრძელებს ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებში ინტეგრაციაზე მუშაობას. პროექტის მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო რესურსებსა და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა.

ვებგვერდზე – kartulad.ge – თითოეულ დარეგისტრირებულს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროექტში მონაწილეობა და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან. მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.

100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით. „ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდამჭერის ყველა მსურველისთვის!

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება- ბანკის 2019 წლის ამბიციური გეგმები და სტრატეგია